07:00 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 19:13:25, 378 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრზიდენტმა განმარტა, ათონელის რეზიდენციის საკითხი, პოლიტიკური თემაა და არც კვადრატულ თემებსა და  არც კომუნალურ საკითხებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი დამოუკიდებელი საქმიანობა მიუღებელია.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით,  საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი,  რომელიც მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და სხვა შენობაში გადავა.
"ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არ უკავშირდება არც კვადრატულ მეტრებს  და არც საბინაო კომუნალურ საკითხებს. ეს პოლიტიკური თემაა. თემა, რომლის  შინაარსიც შემდეგია, რომ სამწუხაროდ ბატონ ბიძინასთვის მიუღებელია  ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას  და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას.  ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში არც საქართველოს  არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება  და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში  და ეს საკითხი უკავშირდება აგრეთვე ნებისმიერ მოქალაქეს. მე, როგორც მოქალაქემ, არამგონია, რომ  უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო  მითითებისამებრ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, რომ  უბრალოდ ეს არ გავაკეთო და დავიცვა, როგორც ინსტიტუტის  ღირსება, ასევე პირინციპში ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში, რომელშიც ინტერესი ფაქტობრივად  არავის არ გააჩნია, გარდა ეს არის  ჩემი და ბიძინას სამწუხარო პიროვნული დაპირისპირების თემა, ბუნებრივია ამ საკითხში მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი, ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ  საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, რითაც ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და, მათ შორის,  ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს ვიცავ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics