|
2017-07-05 20:32:48, 2558 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციის ახალი პროექტი ვინმეს მიერ ავტოკრატიის შექმნის მცდელობას გამორიცხავს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი პროექტით ავტოკრატიული მმართველობის დამყარების საშიშროება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხება. ამის შესახებ კობახიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. „წინა კონსტიტუციებით უკვე ორჯერ მოხდა ისე, რომ ორმა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოროტად გამოიყენა ეს ძალაუფლება. მათ შეძლეს დაემყარებინათ ნახევრად ავტორიტარული ან სრულიად ავტორიტარული რეჟიმები 90-იან წლებში და მოგვიანებითაც. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ხელს შეგვიშლის ავტოკრატიის დამყარებაში და ეს ახალი პროექტი იძლევა ამის საუკეთესო საშუალებას. ეს არის ძალიან დემოკრატიული კონსტიტუცია. ის აყალიბებს პროპორციული არჩევნებით არჩეულ საპარლამენტო სისტემას, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ვინმეს მიერ ავტოკრატიის შექმნის მცდელობას და საქართველოს გარანტირებული ექნება გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო კონსტიტუციური რეფორმის მთავარი მიზანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ევროპარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)