19:39 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 17:29:54, 2743 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 7 ივლისს შეხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰამბურგში 7 ივლისს შეხვდებიან, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. 

აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი და ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებენ. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპისა და პუტინის ორმხრივი მოლაპარაკებები არა სამიტის კულუარებში, ფეხზე დამდგარ ფორმატში, არამედ მაგიდასთან გაიმართება.

არსებული ცნობით, პრეზიდენტები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. 

ცნობისთვის, გერმანიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics