|
2017-07-04 17:28:14, 2166 ნახვა
საზოგადოება
„ზედაზენმა“ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს უმასპინძლა
4 ივლისს, საგურამოში, კომპანია „ზედაზენის“ ოფისში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება გაიმართა. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს. საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 30 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის დედაქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებით იასპარეზა და სამივე სინჯის 6 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ - მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ბექაურმა (-90კგ), ხოლო ბრინჯაო ლევან ჭელიძემ (+90კგ). საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდური გათამაშების ჩემპიონიც გახდა - ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება უნგრეთის ნაკრეს 4:1 მოუგეს. ამრიგად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! “ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია! ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას!
®
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)