|
2017-07-04 14:24:10, 2189 ნახვა
საზოგადოება
პოლონური სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს
ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, პოლონეთის ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება - „კახეთი". მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა მითითებულ კონტრაფაქციულ საქონლთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების საკითხებზე. „ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში ინსპექტირება განხორციელდა. შედეგად დადგინდა, რომ ღვინო უკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების („კახეთი") გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)