|
2017-07-04 13:38:21, 1925 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ახალ საინფორმაციო ცენტრს დანერგავს
თბილისის მერია მუნიციპალური სერვისების განვითარებას და გაუმჯობესებას განაგრძობს. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობა ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ერთ ნომერზე დარეკვით მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან. სწრაფი და კვალიფიციური დისტანციური მომსახურებით თბილისის მერია მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში დამატებით სერვისებსაც შესთავაზებს, მათ შორის იქნება : უკან გადარეკვის სერვისი, ონლაინ კონსულტაცია შშმ პირებისთვის, სტანდარტული სერვისების შესახებ სმს შეტყობინებით ინფორმაციის მიწოდება, შშმ პირებისათვის გამარტივებული მომსახურება ჟესტური ენის ოპერატორის მიერ, მომსახურება ინგლისურ ენაზე და სხვ. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით ხორციელდება. დაგეგმილი სიახლის შესახებ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართა. თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელსაც თბილისის მერია გერმანელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულეთ მოქალაქეთა მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნა და ამ პროექტმა გაამართლა, ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან მასთან დაკავშირებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ფორმირებას. მოქალაქეებს ექნებათ ერთი მარტივი ნომერი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც ისინი მიიღებენ ყველა იმ ინფორმაციას რაც სჭირდებათ მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება გაცილებით უფრო ოპერატიული, ვიდრე დღეს არსებული სისტემაა,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)