|
2017-07-04 11:26:25, 2277 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს 20-ზე მეტი ექსპერტის დაკითხვა იგეგმება
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 20-ზე მეტი ექსპერტის დაკითხვა იგეგმება. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დაიკითხებიან შსს-ს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები და მოწვეული ექსპერტები. გუბელაძის თქმით, მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურდება, რომ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ბარგში აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება ნამდვილად ნატრიუმის ციანიდია. მისივე თქმით, ასევე დადასტურდება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლიდან არის ამოღებული ვარგისია და კუსტარულად არ არის დამზადებული. გარდა ამისა, პროკურორის განმარტებით, მოწმეები საკუთარ ჩვენებაში დაადასტურებენ იმასაც, რომ მამა გიორგი მამალაძისა და ბრალდებულის მხარის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის საუბრის ვიდეოჩანაწერი ავთენტურია. პროკურორის ამ განცხადებას უკვე უპასუხა დაცვის მხარემ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტების დაკითხვა არაფრის მომცემი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატის მტკიცებით, ციანიდი ჩაუდეს და „შესაბამისად ის ცუდი ხარისხის არ იქნებოდა“. ამასთან, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ცეცხლსასროლი იარაღი თავად ირაკლი მამალაძემ შეანახინა და შესაბამისად, ის უსარგებლო იარაღს არ მიუტანდა. ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი ესწრება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)