17:03 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 17:22:23, 1971 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა ელიავას ბაზრობაზე სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები დაცული

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გამოძიება  დაადგენს, იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ე.წ. ელიავას  ბაზრობაზე დაცული.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები არსებობს და მათში ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი თუ როგორ უნდა იყოს დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

„სახანძრო უსაფრთხოები რეგულაციები არსებობს და ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი.  ამ შემთხვევაში  რამდენად იყო ისინი დაცული ამის დადგენის ერთადერთი გზა გამოძიებაა და მჯერა, რომ ეს გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს“,-განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე წუხელ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა, მოგვიანებით კი, მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძარი დაახლოებით 2500 კვ/მ-ზე იყო მოდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics