|
2017-07-03 15:49:41, 2610 ნახვა
ეკონომიკა
კრაკოვში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია გაიმართა
ქალაქ კრაკოვში, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ, ისტორიულ ღვინის ქარხანაში “Winnica Srebrna Góra“-ში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია “Georgian wines for the summer“ გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა. მათივე ცნობით, ქართული ღვინის პრეზენტაციას ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის კულტურაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვები ილიკო სუხიშვილის ეროვნული ბალეტის მოცეკვავეების შესრულებით. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „მარანი“, „ბესინი“, „ვაინმენი“, „შუხმანის ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „ჯეველი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ვაზიანი“, „მანდილი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „კახური ღვინის მარანი“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური მონაცემებს. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)