|
2017-07-03 14:38:11, 2019 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ელიავას ბაზრობის მეორე სექტორის მფლობელი: ჩემს სექტორში 12 მაღაზია დაიწვა
ე.წ. ელიავას ბაზრობის მეორე სექტორის მფლობელის, ქეთევან ლოლაძის ინფორმაციით, მის სექტორში განთავსებული 32 მაღაზიიდან 12 დაიწვა. როგორც ქეთევან ლოლაძემ აღნიშნა, შენობა დაზღვეულია და ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. „ძალიან განვიცდი. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ. ეს ჩვენი ბიზნესი და შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა მფლობელმა. ლოლაძის თქმით, მისი თხოვნაა, სახელმწიფომ დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს. შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)