|
2017-07-03 12:39:00, 2159 ნახვა
სამართალი
შსს-მ კანონიერი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ხ.ხ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“. რაც შეეხება ხ.ხ.-ს, გამოძიების ცნობით, 2014 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ბრალდებული 2014 წლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)