|
2017-07-03 11:55:10, 2017 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტებს შორის 18 მსჯავრდებულია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპისთვის სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა. მიმინოშვილის თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაცია ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო. მისივე განმარტებით, რამდენიმე აბიტურიენტი, რომელიც მეორე ნაკადში იყო განაწილებული, შეცდომით დილით გამოცხადდა, თუმცა მათ პრობლემები გამოცდაზე გასვლასთან დაკავშირებით, არ შეექმნებათ. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შორის 18 მსჯავრდებულია. მსჯავდებულებს შორის კი ერთი გოგონაა. „8:00 საათზე ტრადიციულად დაიწყო რეგისტრაცია პირველი ნაკადისთვის და ზუსტად 9:00 საათზე დასრულდა რეგისტრაციის პროცესი და 9:00 საათზე უკვე ყველა აბიტურიენტი ერთდროულად დაიწყებს მუშაობას ტესტურ დავალებებზე. პირველ ნაკადში 9 000-მდე აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას, მეორე ნაკადზეც ველოდებით იგივე რაოდენობას და რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე. რამდენიმე აბიტურიენტი იყო, რომელსაც ნაკადი აერია და საბედნიეროდ პირველი ნაკადია დღეს და აქედან გამომდინარე, პრობლემა არ შეექმნებათ, მეორე ნაკადზე იყვნენ განაწილებულები და მოვლენ ჩვეულებრივად“,-აღნიშნა მიმინოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)