|
2017-07-03 11:15:06, 1868 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ
1 ივლისს, „მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველ ნახევარფინალში „35 -ე თბილისი“ „დიდუბეს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოდ, მატჩის ბედი, „35-ე თბილისის“ მიერ პირველ ნახევარში გატანილმა, ერთადერთმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ნახალოვკა“ და „თ.ს. სასამართლო“ დაუპირისპირდა. მატჩი „ნახალოვკას“ უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით - 5:2 დასრულდა. ფინალური შეხვედრა 1 ოქტომბერს გაიმართება. ამავდროულად, ფინალისტი გუნდები „მოყვარულთა თასის“ ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. თბილისის მერიის თასის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)