|
2017-07-03 10:51:23, 1958 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების რეაგირების შედეგად, ე.წ.ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აგლაძის ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. "მიუხედავად ხანძრის მასშტაბებისა, მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო–სამაშველო ჯგუფები, პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ შემთხვევის ადგილზე პატრულირებას",-აცხადებენ უწყებაში. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)