|
2017-07-03 10:39:51, 2035 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის დროს საბურავები დაიწვა, ხოლო ავტონაწილების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია. როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დღის მეორე ნახევრისთვის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცემათ. მისივე თქმით, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი. ცნობისთვის. ე.წ. ელიავას ბაზრის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ამასთან, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და დაზარალებული მოვაჭრეები იმყოფებიან. შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)