|
2017-07-03 09:32:37, 2022 ნახვა
საზოგადოება
მერია: ბრალდებები, თითქოს, სახანძრო ეკიპაჟებს არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს, სიცრუეა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს, სიცრუეა. "განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია",-აცხადებენ მერიაში. თბილისის მერია ყველას მოუწოდებს, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არგამოიყენონ.ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე მივიდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, მერიის სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)