|
2017-07-02 12:30:00, 2052 ნახვა
საზოგადოება
4 ივლისს სინოპტიკოსები +41 გრადუსს პროგნოზირებენ
საქართველოს ტერიტორიაზე 5 ივლისის ჩათვლით, უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +37 გრადუსი იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 3 ივლის +38 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 4 ივლისს ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს, ხოლო 5 ივლისს +39 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. დღეს დედაქალაქ თბილისში +31 გრადუსი სითბო ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 3 ივლისს +37 გრადუსი იქნება, 4 ივლისს +39, 5 ივლისს კი ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს +39 გრადუსი სითბო იქნება, 3 ივლისს +40, 4 ივლისს +41 და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 5 ივლისს +33 გრადუს სითბოსა და ზოგიერთ რაიონში ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ. ცხელი ამინდებია მოსალოდნელი მთიან და მაღალ მთიან რაიონებშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)