|
2017-07-02 12:12:49, 1949 ნახვა
საზოგადოება
კახეთში კალიის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს. ქიმიური წამლობა აქტიურად მიმდინარეობს კახეთში -დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებსა და ქვემო ქართლის რეგიონში. დღეისათვის, უკვე დამუშავებულია 2 400 ჰექტარი. სააგენტოს სპეციალისტები წამლობას სამანქანო დანადგარებით ახორციელებენ. „ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ატარებს, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნარგავების დაცვას განადგურებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის გავრცელება. ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობა კი, პირდაპირ კავშირშია როგორც ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფასთან, ასევე, მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)