|
2017-07-02 10:42:59, 2255 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, შსს-ს პოლიციის აკადემიასთან და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მისი დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ფაილური სისტემის ცნება, კატალოგების წარმოება და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, პოლიციის მიერ საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ინფორმაციის მოგროვების თავისებურებებზე იმსჯელეს. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)