|
2017-07-01 15:09:00, 2069 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ნაკრები EUROFAN-ზე გაემგზავრა
30 ივნისს საქართველოს ნაკრები EUROFAN-ზე გაემგზავრა. ისინი უკრაინის ქალაქ ლვოვში ევროპელ ფანებს შორის ტრადიციულ საფეხბურთო ჩემპიონატში - "Eurofan-2017" მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების ფანების გუნდი ტურნირში უკვე მეექვსედ მონაწილეობს. ქართველები ჯგუფში სლოვენიის, ლატვიის და ჰოლანდიური "ჰერენვეენის" ფანებთან ერთად მოხვდნენ. ტურნირზე 17 ქვეყნის 24 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფის ყველა მატჩი პარასკევს გაიმართება, შაბათს და კვირას კი პლეი-ოფის შეხვედრები დანიშნული. ქართველი გულშემატკივრები Eurofan-ზე განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევიან და რამდენიმე გუნდური და ინდივიდუალური ჯილდოც აქვთ მოგებული. Eurofan 2017-ზე ქართველი ფანების სპონსორია "სოკარი". ლვოვში ჩასვლამდე გულშემატკივრები კიევში უკრაინული "სოკარის" წარმომადგენლებს ეწვივნენ, უკრაინის ეროვნული დღესასწაული- კონსტიტუციის დღე მიულოცეს და საჩუქრებიც ჩაუტანეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)