|
2017-07-01 14:59:07, 2059 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, დღეიდან უკვე შეეძლებათ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების სიმბოლურ ფასად მიღება. პირველმა ბენეფიციარებმა საჭირო მედიკამენტები დღეს „პე-ეს-პეს“ შესაბამისი აფთიაქიდან პირველად შეიძინეს და 3 თვის სამყოფ დოზაში მინიმუმ 5 თეთრი და მაქსიმუმ 1 ლარი გადაიხადეს. წამლების გაცემის პირველ დღეს ბენეფიციარებს და აფთიაქის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე პირადად შეხვდა. მედიკამენტების გაცემის პროცესისა და პროგრამის დაწყების მონიტორინგის მიზნით, მან ბენეფიციარების და „პე-ეს-პეს“ წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჯერ-ჯერობით „პე-ეს-პეს“ 5 აფთიაქი მოემსახურება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, პაციენტები კი პირველ ეტაპზე 13 დასახელების, საერთაშორისო სტანდარტების მედიკამენტებს მიიღებენ. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ აღემატება 100 000-ს და აწუხებთ შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)