17:52 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 14:07:54, 2789 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: კახა კალაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც თბილისს წარმატებისთვის სჭირდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად არჩევა, მმართველი გუნდის სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე გუნდის გამორჩეული წევრია.

„ჩვენმა გუნდმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. კახი კალაძე არის გამოცდილი, ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატი, ასევე არის გამოცდილი პოლიტიკოსი. აქვს ყველა ის თვისება, რომელიც სჭირდება, რომ იყოს წარმატებული ქალაქის წარმატებული მერი. კახი იყო და არის გამორჩეული მთავრობის გუნდში, თავისი პასუხისმგებლობით და დამოკიდებულებით საქმისადმი. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დღეს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ოფიციალურად წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics