17:52 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 13:47:44, 2570 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებზე გუნდის სრული მხარდაჭერით გამოდის

„კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებზე გუნდის სრული მხარდაჭერით გამოდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მერობის პოსტზე გუნდში სხვა კანდიდატურა არ განხილულა.

„„ქართული ოცნების“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი, ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანი, კახა კალაძე. ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ პრიორიტეტებზე და დიდ პროექტებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს თბილისში. საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში თბილისი შეიძენს განვითარების სრულიად ახალ ტემპებს. თბილისში, არსებული ტრადიციები და ევროპული თბილისი იქნება საუკეთესო სახით წარმოდგენილი. კახა კალაძე შეძლებს თბილისის, როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ასევე თანამედროვე მენეჯმენტის გაწევას და რაც მთავარია შეძლებს თბილისის როგორც ბრენდის განვითარებას. სხვა კანდიდატურები არ ყოფილა განხილული. ჩვენ დავუჭირეთ მხარი ერთიანად კახა კალაძის კანდიდატურას. კალაძე ამ არჩევნებზე გუნდის სრული მხარდაჭერით გამოდის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, მინისტრის პოსტს კალაძე მას შემდეგ დატოვებს, რაც არჩევნებზე რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას გაივლის.

დეპუტატის თქმით, კახი კალაძის ოფიციალურ წარდგენას მმართველი გუნდის წევრების უმრავლესობა დაესწრება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომა ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის ოფიციალური წარდგენა დღეს მთაწმინდაზე, 20:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics