10:05 - 28 May, 2026
|
2017-07-01 13:39:38, 1960 ნახვა
საზოგადოება
გლდანში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება
გლდანის მე-7 მ/რ-ის, 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება. მერიის ინფორმაციით, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს. „ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი“, - აცხადებენ მერიაში. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ. მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)