|
2017-07-01 10:54:32, 2039 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი კახეთში ალოობას დაესწრო
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორ პაატა შეყელაძესთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ქერის მოსავლის აღებას დაესწრო. შირაქის ველზე, სოფელ სამრეკლოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის 30 ჰექტარზე ქერის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ 5 კომბაინი ახორციელებს. „მარცვლოვანი კულტურების მოსავლის დაბინავება აქტიურ ფაზაში შედის. სრულად მობილიზებულია სახელმწიფო კომპანიის, შპს „მექანიზატორის“ თანამედროვე ტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას, რომ მოსავლის აღებაში პრობლემები არ შეექნათ და ორგანიზებულად შეძლონ მისი დაბინავება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. წელს კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ დაგეგმილი აქვს დაახლოებით 30 000-დან 35 000-მდე ჰექტარზე თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით, კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 74 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, აქედან, გურჯაანის სერვისცენტრში - 45, ხოლო დედოფლისწყაროს სერვისცენტრში - 29 ერთეული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)