|
2017-06-30 19:58:09, 2834 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -20.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით -20.8 მილიარდი აშშ დოლარი (-50.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -143.8 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარით გაუარესდა. „2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.7 მლრდ აშშ დოლარია (18.9 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 61.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 28.5 მლრდ აშშ დოლარი (69.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.3 მლრდ აშშ დოლარით მეტია“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში. წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)