10:04 - 28 May, 2026
|
2017-06-30 14:14:48, 2196 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა
მატარებელი, რომელიც ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობდა ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ტექნიკური პრობლემა მალევე აღმოიფხვრა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „გუშინ ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელს ჰქონდა ლიანდაგიდან აცდენა. დაახლოებით ნახევარი საათში გამოსწორდა ყველაფერი და მატარებელმა ჩვეულებრივად გააგრძელა სვლა. ახლაც მოძრაობს, ხაზზეა და უპრობლემოდ გადაადგილდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“,-განაცხადა ცაგურიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)