|
2017-06-30 12:25:20, 2498 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ელსელემა“ ფართოვდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში რიგით 209-ე პროექტი ქ. ლანჩხუთში ამოქმედდება. შპს „ელსელემა“ სამკერვალო საწარმოს რესტავრაციასა და უახლესი მანქანა-დანადგარებით აღჭურვას გეგმავს. მაღალი სტანდარტების სამკერვალო საწარმო მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქციას შესთავაზებს. შპს „ელსელემა“ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოა და იგი უკვე თანამშრომლობს იტალიისა და შვეიცარიის წამყვან ევროპულ კომპანიებთან მათ შორის „მონკლერთან.“ ამჟამად კომპანიაში 150 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს სრული ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 300 ადამიანამდე გაიზრდება. შპს „ელსელემა,“ 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება. საწარმო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 866 000 ლარს შეადგენს. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)