|
2017-06-30 12:18:48, 1902 ნახვა
საზოგადოება
დედაენის ბაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა. თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელმა კოოპერატივებმა. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი და ბოსტნეული. აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ. ვფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებები გაიმართოს რეგიონებში ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან რომ ქალაქში თვეში ერთხელ მოეწყოს მსგავსი გამოფენები, რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)