|
2017-06-29 20:04:37, 2771 ნახვა
სამართალი საზოგადოება კომენტარი
პროკურორი: ჭკადუამ დაკითხვისას განაცხადა, რომ დეკანოზი ცდილობდა შეეძინა ციანიდი, რათა მკვლელობა განეხორციელებინა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ, ირმა ჭკადუამ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ცდილობდა შეეძინა ციანიდი და ირაკლი მამალაძეს სთხოვა, ამისათვის დახმარება, რათა მკვლელობა განეხორციელებინა. "მას შემდეგ რაც, ამაში დარწმუნდა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მიემართა სამართალდამცველი ორგანოებისთვის. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, დაცვის მხარე ყოველთვის აპელირებდა თითქოს და ირაკლი მამალაზე არის პროვოკატორი, ცდილობდა პროვოცირებას გიორგი მამალაძესთან, რათა დაესმინა პოლიციაში. დაკითხულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ მათი ინიციატივით მიმართა ირაკლი მამალაძემ სამართალდამცავ ორგანოებს. მანამდე სურვილი არ ჰქონდა",- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს კიდევ ერთი ადვოკატი ლილი გელაშვილი დაიკითხა, რომელმაც ასევე ურჩია ირაკლი მამალაძეს სამათალდამცველი ორგანოებისთვის მიემართა. მომდევნო სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით 4 ივლისს 11:00 განახლდება
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)