10:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 15:57:06, 1944 ნახვა

საზოგადოება
შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დარეგისტრირდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დაარეგისტრირა. აღნიშნული ჯიში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

„არგო“ კულტურული შვრიის სახეობას (Avena sativa L.) წარმოადგენს, რომელიც სწრაფმზარდია და უხვი ამონაყარით ხასიათდება.  საგაზაფხულო ნათესის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე  85-97 დღეს შეადგენს და როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე შეიძლება დაითესოს. აღნიშნული ჯიში რეკომენდებულია, როგორც საფურაჟე, ისე სასურსათო მიმართულებით. 

ახალმა ჯიშმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.  

სოფლის მუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურში შვრიის ჯიშის „არგო“ სათესლე მასალის მისაღებად მუშაობენ.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics