|
2017-06-29 15:45:02, 2356 ნახვა
სამართალი
მიხეილ თათარაშვილის მამა: მოსამართლეს სასამართლო თავიდანვე ძალიან ობიექტურად მიჰყავდა
პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის მამის, ლადო თათარაშვილის განცხადებით, მოსამართლე გიორგი დარახველიძეს თავიდანვე მისი შვილის საქმე ძალიან ობიექტურად მიჰყავდა. ამიტომ ის გიორგი დარახველიძეს მადლობას უხდის. „არ მქონდა მოლოდინი იმისა, რომ დღევანდელ სიტუაციაში სასამართლო და მოსამართლე რაიმე ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მეშინოდა ადრე იმის თქმის, რომ მოსამართლეს თავიდანვე სასამართლო ძალიან ობიექტურად მიჰყავდა და ამიტომ ერთხელაც არ მითქვამს ამის შესახებ. მეშინოდა ხელისუფლება მას არ გაბრაზებოდა. დღეს მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, რომელსაც ასე მიჰყავს პროცესი. შეიძლებოდა გაბრაზებულიყო ხელისუფლების გარკვეული წრე, რადგან როგორ გგონიათ ადამიანს ჩაუდებენ ნარკოტიკს თუ რაიმე მიზანი არ არსებობს?!“,-განაცხადა ლადო თათარაშვილმა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - აღნიშნული საქმე ხომ არ უკავშირდება თათარაშვილის პრეზიდენტის შვილთან მეგობრობას, მან პასუხისგან თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)