|
2017-06-29 13:54:51, 1812 ნახვა
საზოგადოება
ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან და ისნის რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისში, ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. თბილისის მერის თქმით, კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, სადაც გზა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაკეთებულა. „ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რათა სწავლის დაწყებისთვის გზა ორივე მიმართულებით იყოს გახსნილი. ასფალტის ახალი საფარი დაიგება ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის ქუჩებზე. ასევე, გზის დაზიანებული ნაწილი აღდგება მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამ დროისთვის, სამუშაოები ზურაბიშვილის ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეწყობა ტროტუარები, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)