|
2017-06-29 12:50:57, 2250 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმედ, ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმედ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, - ამის შესახე ჟურნალისტებს მამალაძის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფირცხალავას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადებიდან გამომდინარე, რომლითაც ის ირკალი მამალაძეს აგენტად და პროვოკატორად მოიხსენიებს, მისი დაკითხვის შუამდგომლობა თავად დააყენეს. „ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, როგორც დაცვის მხარის მოწმე. ფირცხალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე აგენტი და პროვოკატორია, რომ მას არაერთ საქმეში მიუღია მონაწილეობა როგორც აგენტს და პროვოკატორს. ბუნებრივია პროვოკაციის სუნი ასდის ამ საქმესაც. პროვოკაციული იყო ის ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც განახორციელა მან მამა გიორგისთან. შესაბამისად, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ დაეკითხათ ირაკლი ფირცხალავა და მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ ირაკლი ფირცხალავა მას შემდეგ დაიკითხება, რაც პროკურატურა ბრალდების შუამდგომლობების გამოკვლევის პროცესს დაასრულებს. ცნობისთვის, ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას ადვოკატი ლილი გელაშვილი აძლევს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)