|
2017-06-29 12:35:20, 2434 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერშეტევა განხორციელდა
არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, პარლამენტთან დაკავშირებით უწყებაში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. მისივე თქმით,შსს-ს სპეციალისტების პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ და ვითარებაში ერკვევიან. „რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა, თუმცა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სპეციალისტები პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ და ვითარებაში გარკვევა მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ გადაწყდება, თუ რა მოხდა და დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება. გამოძიება დაწყებული არ არის, თუმცა ჩვენი ინიციატივით, პარლამენტს დავუკავშირდით“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)