|
2017-06-28 12:35:09, 2221 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოსა და ავღანეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მიმართულებები, სადაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორისაა, ორმხრივი ვაჭრობა, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართულ კომპანიებს ავღანეთში აქვთ. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ისეთი პროდუქციის ავღანეთში ექსპორტი, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მინერალური წყლები, ხილის წვენები, ტექსტილი, მედიკამენტები, აგრეთვე ფეროშენადნობები და ფერადი ლითონების კონცენტრატები. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანელ სტუმარს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობაზე, რომლის შემადგენლობაშიც როგორც საქართველო, ისე ავღანეთი იქნებიან. შეხვედრაზე აგრეთვე გაკეთდა ვრცელი პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი საბაჟო გამშვები პუნქტების შესახებ, სადაც მნიშვნელოვნადაა გამარტივებული საბაჟო პროცედურები, რაც ყოველივე ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ვიზიტის მსვლელობისას, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც საქართველოს აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებს გაეცნობა. 29 ივნისს, ვიზიტის მეორე დღეს, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათი საქმიანობას შეისწავლის. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)