|
2017-06-28 11:47:21, 1821 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 1 ივლისიდან ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს
1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. სინოპტიკოსები +36 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს და ხვალ +35 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. 30 ივნისს +34 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. 1 ივლისს კი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება. დედაქალაქ თბილისში დღეს +30 გრადუსი ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 29 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, 30 ივნისს +31 გრადუსი იქნება, ასევე ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, ხოლო 1 ივლისს სინოპტიკოსები +33 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ბარში 28 ივნისს +29 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება, 29 ივნისს +31 გრადუსი სითბო იქნება, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, 30 ივნისს +30 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 1 ივლისს ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)