|
2017-06-28 10:49:07, 2352 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ავღანეთის ფინანსთა მინისტრი ეწვევა
28–29 ივნისს საქართველოს ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმის ეწვევა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ავღანელი სტუმარი საქართველოს მთავრობის წევრებთან პირისპირ შეხვედრებს გამართავს. უწყების ცნობით, განსახილველ საკითხთა შორისაა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში ურთიერთობისა და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობას განვითარება. აგრეთვე, საქართველოს წარმატებები რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვიზიტის მსვლელობისას, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რომლის დროსაც საქართველოს აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებს გაეცნობა. 29 ივნისს, ვიზიტის მეორე დღეს, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათი საქმიანობას შეისწავლის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)