|
2017-06-27 13:08:57, 1811 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია სასტუმრო საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ“ წარადგინა პრეზენტაცია, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისათვის. ასევე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელმაც გამოავლინა სხვადასხვა ქალაქში საზოგადოების დამოკიდებულება მომავალ წელს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით. თბილისის მერის განცხადებით, დაწყებულია მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიციას იზიარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა უწყება არის ერთ აზრზე - სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დაწყებულია მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება. ეს თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობაზე დადებით ასახვას ჰპოვებს. ეტაპობრივად განხორციელდება ის ღონისძიებები, რაც შესაბამისი გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და რაც გულისხმობს, ტექნიკური ინსპექტირების არსებობას ავტომობილებზე. ეს ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გადაადგილების და კომფორტის თვალსაზრისით და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის კუთხით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)