|
2017-06-27 11:05:35, 2402 ნახვა
სამართალი
შალვა ხუციშვილი: აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერები გასაჯაროვდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერები გასაჯაროვდება. თუმცა, როგორც ხუციშვილმა განმარტა, ეს გამოძიების შუალედური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ქართველი გამომძიებლები აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაკითხავენ. „როგორც იცით, მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. ახლა ველოდებით, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა ის დაკითხონ. იქამდე, სანამ არ შეჯერდება საერთო სურათი, შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ვიხილეთ მუხთარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, თუმცა საერთო სურათისთვის გვჭირდება უფრო დეტალური ჩვენებები. ვიდეოკამერები აღნიშნული საქმის მხოლოდ ერთი კომპონენტია, ამის გარდა დაკითხულია ათეულობით მოწმე“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)