|
2017-06-26 15:51:20, 1938 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო თსუ-ში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე ბაქტერიოფაგების კვლევის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ფაგისა და ბაქტერიული უჯრედის ურთიერთქმედების მექანიზმების, ბაქტერიოფაგების ეკოლოგიისა და ევოლუციური ასპექტების შესახებ იმსჯელეს. კონფერენციას 25 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი ფაგების თერაპიული, სამრეწველო და ბიოტექნოლოგიური გამოყენების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე გაკეთდა. კონფერეციის ფარგლებში, ორდღიან საზაფხულო სკოლაში, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები ბაქტერიოფაგების სტრუქტურას, გარემოში მათ როლსა და გამოყენების პოტენციალს გაეცნობიან. ასევე, ბაქტერიოფაგების კვლევის უახლეს მეთოდებზე მიიღებენ ინფორმაციას. ლექციებს ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერები წაიკითხავენ. კანადელი მეცნიერის, ფელიქს დერელის მიერ ბაქტერიოფაგის ფენომენის აღმოჩენიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საცავებში გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის შესახებ დაცული მასალები და 1935 წელს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნიც წარმოადგინა. გამოფენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალების, მათ შორის - გიორგი ელიავას საზღვარგარეთ მივლინებისა და მის მიმართ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტების ხილვაც იყო შესაძლებელი. კანადელი მეცნიერი ფელიქს დერელი 1930-იან წლებში ამჟამინდელ გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი იყო. სამეცნიერო კონფერენციების სერია პასტერის ინსტიტუტისა და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება. თბილისის კონფერენციის თანაორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. (NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)