09:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 15:30:37, 1927 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში ორი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, 8 მისამართზე კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ზღვის უბანში (თემქა), 159-ე საჯარო სკოლასთან, ასევე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„წელს მინიმუმ 14 მოედანს განვაახლებთ, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მოზარდების სპორტულ აქტივობას. კიკვიძის პარკში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფრენბურთისა და კალათბურთის მოედანს. გასულ წელს აქ ფეხბურთის სტადიონიც განახლდა.  თემქაზე, 159-ე საჯარო სკოლასთან კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებულ მოედანს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სტადიონებზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, დამონტაჟდა იზოლირებული ლითონის ბადე, მოძველებული კალათბურთის ფარები ახლით შეიცვალა და განახლდა ფეხბურთის კარები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics