08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 13:46:23, 2205 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები აქციებს აანონსებენ

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ახლობლები პროკურატურასთან აქციებს აანონსებენ.

როგორც ჟურნალისტებს საქალაქო სასამართრლოში დეკანოზის ნათლულის ძმამ ოთარ მამარდაშვილმა  განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა,  საქმეზე მიმდინარე პროცესები საჯარო იყოს.

მამა გიორგი მამალაძის მხარდამჭერები, სავარაუდოდ, პირველ აქციას მიმდინარე კვირაში გამართავენ.

„რაც შეეხება პროტესტს, ლამის უკვე ნახევარი თბილისი აჭრელებულია წარწერებით- „თავისუფლება მამა გიორგის“.  დარწმუნებული იყოს პროკურატურა და მისი წარმომადგენელი, სანამ პროცესი არ გაიხსნება, არ მოვასვენებთ. სწორედ ამას ითხოვს მამა გიორგი, რადგან მას საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს. პროკურატურა  დარწმუნებული იყოს, რომ კიდევ ერთხელ გადატყდება წელში“,-აღნიშნა ოთარ მამარდაშვილმა.

მისივე განმარტებით, დიდი იმედი არ აქვს, რომ მათი პროტესტი შედეგს გამოიღებს, თუმცა  აქციით სურთ  საზოგადოებას დაანახონ, რომ მამა გიორგი მარტო არ არის.

„დროა, საზოგადოება გამოფხიზლდეს, დუმილი დანაშულია, როცა უდანაშაულოდ სჯიან ადამიანს“,-განუცხადა ჟურნალისტებს მამა გიორგი  მამალაძის ნათლულის ძმამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics