|
2017-06-23 13:44:28, 2241 ნახვა
ეკონომიკა
გაემგზავრეთ პრაღაში მხოლოდ 200 ლარად
ერთგული ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ თბილისი-პრაღის ორმხრივი ბილეთი მხოლოდ 200 ლარად შეიძინოთ. ბილეთების შეძენა დღეიდან 30 ივნისამდეა შესაძლებელი, ხოლო მგზავრობის პერიოდია 23 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით. აქციაში „თიბისი ბანკის“ შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული: ერთგული ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი) და პრაიმ ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი). ბარათის მფლობელს ერთდროულად ორი ბილეთის შეძენა შეუძლია, აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს. თუმცა რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ. აქცია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" ბილეთებზე მოქმედებს, რომელიც პრაღის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ ახორციელებს, ყოველ სამშაბათს და პარასკევს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია „აირზენა ჰოლიდეის" და „ჯორჯიან ეარვეისის" ოფისებში შემდეგ მისამართებზე: აღმაშენებლის გამზირი #127, სამუშაო საათები 10.00-19.00, მეტეხის ქ. # 22, სამუშაო საათები 10.00-19.00, რუსთაველის გამზირი #12, სამუშაო საათები 09.00-18.30, თბილისის აერპორტი, სამუშაო საათები 00.00 - 00.00 ბილეთების ერთგული ბარათით შეძენისას, თქვენ დააგროვებთ ერთგულ ქულებს, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ დახარჯავთ. ერთგული ბარათი მომხმარებლებს მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება, იმისათვის, რომ პირველებმა შეიტყოთ აქციების შესახებ და ასევე, შეამოწმოთ დაგროვილი ქულები, ეწვიეთ ერთგულის ვებგვერდს www.ertguli.ge. (NS)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)