|
2017-06-22 11:07:37, 2066 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: წელს ბანაკებში დასვენების შესაძლებლობა 11 000 ბავშვს მიეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წელს საზაფხულო ბანაკებში დასვენების შესაძლებლობა უფრო მეტ ბავშვს მიეცა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა. ჯეჯელავას განმარტებით, წელს ბანაკებში 11000 ბავშვი დაისვენებს, მაშინ, როცა შარშან ამის შესაძლებლობა მხოლოდ 4 000 ბავშვს მიეცა: „წელს 11 000 ბავშვია, მე-7, მე-8, და მე-9 კლასელი მცირე სკოლებიდან, ესაა სოფლის სკოლები და ქალაქის მცირე სკოლები, ესაა ის თემი , ის გარემო, საიდანაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს, რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ და 7 ბანაკში დაისვენებენ 1 კვირის განმავლობაში. მხოლოდ დასვენება არ არის, ყველა ბანაკი შემეცნებითია. ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი ბანაკი, პროფესიულ სასწავლებელთან ერთობლივი ბანაკები და მომავალში იმედი გვაქვს, ეს დაფარავს მთელი საქართველოს მცირე სკოლებს, ტრანსპორტირებას, კვებას ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის ამას. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს. წელს 11 000 ბავშვია, შარშან 4000 ბავშვი იყო სულ ბანაკებში. იზრდება ძალიან სწრაფად რიცხვი, ყველა სამინისტროს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)