|
2017-06-21 18:20:31, 2250 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში და ამით ჩვენ ვამაყობთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ის ამით მხოლოდ ამაყობს. როგორც კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, 115-ვე დეპუტატი ერთ აზრზე ვერ იქნება და ეს ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია: „უმრავლესობა შეჯერდა გარკვეულ გადაწყვეტილებაზე. იყო დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით. აქ იყო დასმული საკითხი ისე, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე რასაც იტყვის, ერთხმად 115-ვე დეპუტატი აუცილებლად უნდა იმას მიყვეს, რა თქმა უნდა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობაში, მმართველ გუნდში და ამით ჩვენ ვამაყობთ. შეუძლებელია 116 ადამიანს ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს, განსაკუთრებით პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)