07:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 17:21:35, 1765 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) შედეგები შეაჯამეს

საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) დასრულებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროგრამის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროგრამას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მეკარტოფილეობისა და მესაქონლეობის საწარმოო ჯაჭვში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს, რამაც ხელი შეუწყო რეგიონებში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას. 

აღსანიშნავია, რომ დანიურ-შვეიცარიული ერთობლივი პროექტის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SDC) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი; დანიის საერთაშირისო განვითარების სააგენტოს (DANIDA), რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და პროგრამის განმახორციელებელი კონსორციუმის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics