14:26 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 12:39:07, 2351 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები პატიმრობაში დატოვა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა და ასევე ყოფილი პოლიციელი, გიორგი ცააძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის არგუმენტები გაითვალისწინა და ისინი დამნაშავედ სცნო.

მსჯავრდებულებს 2006 წელს, თბილისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარცხალაძეს და ცააძეს 12-12 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ სწორედ განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილი გაასაჩივრა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ გასაჩივრებული ჰქონდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის  ნაწილი, სადაც კიდევ ერთ ეპიზოდში - ფალსიფიკაციის ბრალდებაში, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე გამართლდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics