15:18 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 16:38:15, 2174 ნახვა

ეკონომიკა
შონ ო’სალივანი: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია და დიდი ინტერესი აქვს, იყოს კონტრიბუტორი საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში, რასაც დიდი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოზე,  არამედ  აზიის განვითარების ბანკის სხვა წევრ ქვეყნებზეც“, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბანკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. 

აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შეთანხმება 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, ვინც ამ გზის სიახლოვეს ცხოვრობს. გუშინ პირადად მოვინახულე აღნიშნული ტერიტორია, მათ შორის, ვიმყოფებოდი რიკოთის მიდამოებში, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს    და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უახლეს წლებში აღნიშნული დაფინანსების უზრუნველყოფას“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics