|
2017-06-19 15:52:06, 2149 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხმალაძე: საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის და კონსტიტუციური მონარქის უფლებამოსილებები, პრაქტიკულად ერთნაირია
კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, კონსტიტუციური მონარქის უფლებამოსილებები და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრაქტიკულად ერთნაირია. „ისეთივე განსხვავებები შეიძლება იყოს მათ შორის, როგორც სხვადასხვა საპარლამენტო რესპუბლიკაში, პრეზიდენტის უფლებებს შორის განსხვავებები, რომლებიც არის არა არსებითი, არამედ უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ამიტომ, უფლებამოსილებათა თვალსაზრისით, პრაქტიკულად არ გვაქვს განსხვავება. განსხვავებაა ფორმაში, იმ ფორმაში, რომლის მიხედვითაც ხდება სახელმწიფოს მეთაურის განსაზღვრა. კონსტიტუციურ მონარქიებში ეს არის მემკვიდრეობითი და რესპუბლიკებში ეს არის არჩევითი. ეს არის განსხვავება. ანუ კონსტიტუციური მონარქიის დროს, ჩვენ ასე ვთქვათ, ყოველთვის ვიცით, ვინ იქნება მომდევნო მონარქი. იქნება ის, ვისაც მემკვიდრეობით ერგება ეს თანამდებობა. ის შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება იყოს ცუდი, შეიძლება იყოს განათლებული, შეიძლება იყოს გაუნათლებელი, შეიძლება, ბევრს მოსწონდეს, ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ როგორც გინდა იყოს, მაინც ყოველთვის ვიცით, ვინ არის. რესპუბლიკებში არჩევნებია, ვინც ირჩევს, იქნება პირდაპირი, თუ არაპირდაპირი, ისინი განსაზღვრავენ და მათი პასუხისმგებლობაა, როგორს აირჩევენ. შეიძლება არჩევანი გააკეთონ კარგი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ცუდი არჩევანი გააკეთონ, მაგრამ არის არჩევანის შესაძლებლობა. მონარქის დროს, ასეთი შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს“,-განუცხადა ვახტანგ ხმალაძემ „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. მისივე თქმით, კონსტიტუციურ მონარქიას პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად სიმშვიდე შემოაქვს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)